ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
ოზურგეთში ყოფილი ქმრის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ქალს, ხვალ, მშობლიურ სოფელ მზიანში დაკრძალავენ.
38 წლის ქალი გუშინ ყოფილმა მეუღლემ ჯერ სასტიკად აწამა და მერე მცირეწლოვანი შვილის წინ კუსტარულად დამზადებული ე.წ. სპიცით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.
"კურიერთან" საუბარში ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ოზურგეთში, ლესელიძეს ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ყოფილი მეუღლე ქალზე სისტემატურად ძალადობდა და აღნიშნულის გამო სასჯელსაც იხდიდა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მკვლელი, პოლიციის განყოფილებაში ფაქტის შემსწრე მცირეწლოვან შვილთან ერთად თავად გამოცხადდა და სავარაუდოდ, აღიარებითი ჩვენება მისცა. დამნაშავეს, დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში ბრალს წარუდგენენ.