1728933551
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ავსტრიული კლუბი ფრანგულ „ბრესტს“ დაუპირისპირდება. კიტეიშვილისთვის ეს ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დებიუტი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე „ჯვაროსნები“ კაპიტნის, გურამ კაშიას დებიუტი შედგა. მისი „სლოვანი“ შოტლანდიაში „სელტიკთან“ ანგარიშით 1:5 დამარცხდა. ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ კი იტალიაში „ბოლონიასთან“ უგოლო ფრე გააფორმა. აზაროვი მოედანზე არ გამოსულა.