პრინცესა დაიანას ყოფილი მძღოლი 30-წლიან დუმილს არღვევს
1731360410
ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"არავის ეგონა არც ევროპაში და არც რუსეთში, რომ უკრაინა 2 დღეს გაძლებდა. უკრაინამ არა მარტო გაძლო, უკრაინა ანადგურებს რუსულ სამხედრო ძალებს! ნახეთ სურათი.
რუსეთის ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის ხვალ (ორშაბათს) იქნება უდიდესი სიურპრიზი (1$-100-150 რუბლამდე….. ავა რამდენიმე დღეში).
რუსული პასპორტი დღეიდან სომალის პასპორტს თუ აჯობებს. საუბარია საზღვრების ჩაკეტვასა და არსებული ვიზების გაბათილებაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის… (ჩვენ მაინც ღიად დავტოვეთ)
რუსეთი არის სრულ საჰაერო იზოლაციაში. პარიზი-მოსკოვი ჩაბარდა ისტორიას (ჩვენ მაინც ღიად დავტოვეთ)
ევროპამ დაინახა, რომ უკრაინა არ ნებდება და იბრძვის (3 დღე უყურეს). ორშაბათიდან ყველა ევროპული ქვეყანა დაიწყებს უდიდესი სამხედრო დახმარების გაგზავნას უკრაინისთვის სახმელეთო და საჰაერო გზებით.
კიდევ ბევრი საინტერესო სიურპრიზი იქნება ….
ბრძოლას აქვს აზრი! მონებს არავინ ეხმარება! უკრაინა არ დაუბრუნდება რუსულ მონობას!
ორშაბათიდან იწყება რუსეთის დასასრულის დასაწყისი!
ჩვენ რას შვრებით?!", - წერს ფხაკაძე.