ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ დაშავებული მონაზვნის შესახებ ისაუბრა.
მისივე თქმით, დამნაშავეებმა მონასტრიდან ორი შესაწირი ყუთი წაიღეს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, სტაბილურია, მეტი არაფერი არ ვიცი. ინტენსიურ პალატაშია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი არაფერი არ სჭირს. ტაძარში ვარ, ღვთისმსახურება მქონდა ამ დილით, ახლა ნათლობას ვიწყებ, ალბათ ხვალ ან ზეგ წავალ და ვნახავ.
ორი შესაწირი ყუთია წაღებული. ნეტავ ყუთი წაეღოთ და მეტი არაფერი არ მომხდარიყო. ჩემი ხელით გავატანდი ორივეს“,- განაცხადა დეკანოზ მიქაელ ელიაძემ „კურიერთან“ საუბრისას.
წვიმა, სეტყვა, ქარი... - ამინდი გაუარესდება
1745701969
დღეს ახალმთვარეობაა - რა (არ) უნდა გააკეთოთ
1745764606