ორი ძლიერი მიწისძვრა რამდენიმე წამის ინტერვალით - ვენესუელაში ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ

ჯჰ

ვენესუელაში, ერთ წუთზე ნაკლები დროის ინტერვალით, ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პირველი 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი იარაკუის შტატში, სან ფელიპეში იყო. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მსხვერპლისა და ზარალის მასშტაბის შესახებ ცნობები, ამ დროისთვის, გაურკვეველია.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, მიწისძვრამ მსხვერპლი და დიდი ზარალი გამოიწვია. კერძოდ, მათი შეფასებით, 44%-იანი ალბათობით, დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, 30%-იანი ალბათობით კი - 100 000-ზე მეტი.

რყევები იგრძნობოდა კარაკასში, სადაც შენობები ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას სახლების დატოვებისკენ მოუწოდა.