„10 წუთი ვიდექი და ვტიროდი...“ - რას წერს ბათუმში მძიმე ავარიას შემსწრე ადგილობრივი
1784975563
ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის წყალსათხილამურო სპორტის ღია ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა. 20 ქვეყნის 120-მდე სპორტსმენი ერთმანეთს სხვადასხვა დისციპლინაში ეჯიბრება.
შეჯიბრებები წყალსათხილამურო სპორტის 3 ძირითად დისციპლინაში: სლალომში, ფიგურებსა და ტრამპლინიდან ხტომაში იმართება.
„ოფიციალურად გაიხსნა ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატი წყლის თხილამურებში. თქვენ ნახეთ, რომ, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, პატარა შოუ მოვაწყვეთ და მე მინდა მადლობა გადავუხადო მთლიანად თავდაცვის სამინისტროს, საჰაერო ჯარებს და განსაკუთრებით ბატონ მინისტრს, რომელმაც თავისი უდიდესი წვლილი შეიტანა ამაში“, - განაცხადა საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა.
გამარჯვებულები 26 ივლისს გამოვლინდებიან.