ცნობილია რა მიზეზით გაითიშა შუქი! - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784964863
ონისე ოქრიაშვილზე ძალადობისთვის დაკავებული ნიკო ხურცილავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
"პროკურატურა ითხოვს საპატიმრო გირაოს 5000 ლარის ოდენობით, ხოლო ჩვენი მოთხოვნა იქნება ჩვეულებრივი, კლასიკური გირაო. მოლოდინი გვაქვს, რომ ნიკო ხურცილავას დღესვე გამოუშვებს სასამართლო დარბაზიდან. მისი პოზიცია იგივეა რაც არაერთხელ დავაფიქსირე - თანამშრომლობს გამოძიებასთან და გამოცხადების მომენტიდან აქტიურად მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში, არ გაურბის მართლმსაჯულებას, არ ცდილობს მიმალვას - მაქსიმალურად უწყობს ხელს გამოძიების ეფექტურ მიმდინარეობას.
მოტივი ის იყო, რომ მოულოდნელად რომ იცნო ონისე ოქრიაშვილი, ქუჩაში შემთხვევით, გამოელაპარაკა - შენ ის არა ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ უხამსი სიტყვებით მოიხსენიებდიო და ეს სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რამაც მოგვიყვანა ამ შედეგამდე დღეს," - აცხადებს ნიკო ხურცილავას ადვოკატი შოთა მირველაშვილი.
გამოძიების მიხედვით, 22 ივლისს ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს. მოგვიანებით კი საგამოძიებო უწყებაში თავად გამოცხადდა.