საქართველოში ამინდი იცვლება! - მოსალოდნელია თოვლი, წვიმა, ქარბუქი
1770495834
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 966 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 189 დოლარით მატებაზე მიუთითებს.
kitco-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში ოქრო 3.9%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 11%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 73%-იან ზრდას აჩვენებს.
ოქრო ერთ დღეში 10 ლარით გაძვირდა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში დღეს 453 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ 6 თებერვალს 1 გრამის ფასი 443 ლარი იყო, რაც დღის ჭრილში ოქროს 10 ლარით გაძვირებაზე მიუთითებს.