გლდანში ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები დედ-მამა და სამი შვილია

გლდანი

გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.

შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე იმყოფება პოლიციაც და კორპუსის სხვა მაცხოვრებლები. 

არსებული ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები - დედ-მამა და სამი არასრულწლოვანია. ოჯახი ბინაში რამდენიმე დღის გადასული იყო და ქირით ცხოვრობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბინაში ცხედრები ნათესავმა მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც მათთან სტუმრად მივიდა.

როგორც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე ამბობს, ოჯახი გაზის ღუმელით, ე.წ. დუხოვკით თბებოდა და ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვება, სავარაუდოდ, სწორედ ამან გამოიწვია.

ცხედრები ჯერჯერობით ბინიდან არ გადაუსვენებიათ.