„ეს დანაშაული უეჭველი ქართველების ჩადენილია..." - რა შემთხვევაზე წერს ნუგზარ სულაშვილი

სულაშვილი

"AFG"-ის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემმა ფრანგმა კოლეგამ მითხრა: რამდენიმე წლის წინ საფრანგეთში ბერძენი იუველირი გაქურდეს და დაუტოვეს პატარა წერილი le voleur d’un voleur sera pardonné

(ჩვენებურად – "ქურდის, ქურდი ცხონდა"-ო)

დიდხანს იჭყლეტდა გამოძიება ტვინს, თუ ვის შეიძლება ჩაედინა ეს დანაშაული და მთელ დეპარტამენტში ერთი ჭკვიანი დეტექტივი აღმოჩნდა, რომელმაც თქვა, რომ ეს უეჭველი ქართველების გაკეთებულია, ბერძნებმა მაგათ ოქროს საწმისი მოპარეს-ო"- წერს ნუგზარ სულაშვილი.