„იქვე ვუთხარი, ხუმრობის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე
1779731826
ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ისტორიულ "Bowling Green Park"-ში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, მაია ბართაიამ და ნიუ-იორკის ქუინსის რაიონის პრეზიდენტის ოფისის სამთავრობათაშორისო საქმეთა და სამოქალაქო ჩართულობის დირექტორმა, ტიმოთი ჩუბინიძემ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ტიმოთი ჩუბინიძემ მაია ბართაიას საზეიმოდ გადასცა ნიუ-იორკის ქუინსის რაიონის პრეზიდენტის, დონოვან რიჩარდის, პროკლამაცია.
დროშის აღმართვის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ჰიმნები პოლიფონიური ანსამბლ "შვიდკაცას" მიერ. ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები ნიუ-იორკში მოქმედი ქართული კულტურის ცენტრების მონაწილეობით.