უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: მოკავშირეები არ უნდა დაემორჩილონ რუსეთის შანტაჟს

ანდრიი სიბიგა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა მოკავშირეებს მოუწოდებს, არ დანებდნენ მოსკოვის მუქარებს კიევზე შესაძლო თავდასხმებთან დაკავშირებით.

ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე, სიბიგამ კომენტარი გააკეთა რუსეთის მხრიდან გაჟღერებულ მორიგ მუქარაზე, რომელიც დედაქალაქ კიევზე დარტყმებს უკავშირდება. მინისტრის განცხადებით, პარტნიორებთან ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.

„ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ იმას, რომ არ უნდა დავნებდეთ ამ რუსულ შანტაჟს“, - ციტირებს სააგენტო Reuters უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სიტყვებს.