ნიშნები, რომლითაც ბორტგამყოლები ერთმანეთს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ატყობინებენ - ნახეთ, რაზე მიგვანიშნებს სიტყვა „ლურჯი წვენი“

ბორტგამცილებელი

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ადამიანებმა შვებულების დაგეგმვაც დაიწყეს. ირჩევენ სასურველ კურორტს, სად ურჩევნიათ დროის გატარება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანსპორტი, რომლითაც დანიშნულების ადგილზე აღმოჩნდებით.

დღესდღეობით თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებად არის აღიარებული და ბევრი ადამიანისთვის საყვარელი ტრანსპორტის სიაშიც შედის, თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ხრიკები, რომლებსაც სტიუარდესები და პილოტები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ იყენებენ, რისი საშუალებითაც ერთმანეთს გარკვეული საფრთხეების თუ პრობლემების შესახებ მიანიშნებენ.

სიგნალს, რომელიც ღვედის შეკვრისკენ მოგვიწოდებს, შესაძლოა სხვა სიმბოლური მნიშვნელობაც მიეცეს, რომელიც რაიმე სახის გაუთვალისწინებელ პრობლემაზე მიანიშნებს. მაგალითად: ერთი სიგნალი ნიშნავს, რომ თვითმფრინავი სახიფათო ზონაში შევიდა, სადაც ძლიერი წვიმაა. ორჯერ გაჟღერება ნიშნავს, რომ თვითმფრინავი სამ კილომეტრ სიმაღლეზეა, ხოლო სამჯერ გაჟღერება ტურბულენტურ ზონაში შესვლას მიანიშნებს.

თუ სტიუარდესა გამოიყენებს სიტყვას „ლურჯი წვენი“ ეს იმას ნიშნავს, რომ ის კოლეგას საპირფარეშოში არსებულ პრობლემებზე მიანიშნებს, რომელიც მალევე უნდა აღმოიფხვრას. თუ ბორტგამყოლი ახსენებს „2 დღე კანადაში“ ამ შემთხვევაში ციფრი რიგს ნიშნავს, ხოლო ქვეყნის დასახელების პირველი ასო რიგის ნომერს, რითაც სტიუარდესები ერთმანეთს მგზავრების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ თვითმფრინავში საჭმელი ყოველთვის უგემურია. წლების განმავლობაში სხვადასხვა საავიაციო კომპანია ცდილობდა ამ პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ  რეალურად დიდ სიმაღლეზე ჰაერი ძალიან ცოტა და მშრალია, რის გამოც ჩვენი გემოს რეცეპტორები სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, ამიტომაც საჭმელი უგემური გვეჩვენება. ამის გამო მზარეულები საკვებს ბევრ მარილს უმატებენ, რეალურად მგზავრები ძალიან კალორიულ და მარილიან საჭმელს ჭამენ, თუმცა სიმაღლეზე გემო მაინც არ იგრძნობა. თვითმფრინავის მიწაზე დაშვების შემდეგ რეცეპტორები სრულფასოვნად იწყებს მუშაობას.

პილოტები სხვადასხვა სახის საკვებს მიირთმევენ, რათა რომელიმე მათგანის მოწამვლის შემთხვევაში მეორემ შეძლოს ფრენაზე პასუხისმგებლობის სრულად აღება.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა თვითმფრინავში რამდენიმე საპირფარეშო იყოს, მათთან რიგებს აუცილებლად შეამჩნევთ. საჭიროების შემთხვევაში სტიუარდესას შეუძლია საპირფარეშოს კარი გარედან გააღოს, რადგან გამორიცხულია არ არის, რომ მგზავრი ცუდად გახდეს და ამიტომ ვეღარ ახერხებდეს გამოსვლას.  

თვითმფრინავში არსებული ჟანგბადის ბალონები ადამიანს  საშუალოდ 8-დან 20 წუთამდე ჰყოფნის, ყველაფერი ფრენის სიმაღლეზეა დამოკიდებული. თუმცა ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ პილოტმა თვითმფრინავი იმ სიმაღლეზე ჩაიყვანოს, სადაც სუნთქვა თავისუფლადაა შესაძლებელი.