შეიძლება თუ არა საფლავზე გადაგორებული კვერცხი სახლში წავიღოთ? - ეზოთერიკოსის განმარტება
1745065956
ნინო დარასელი, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ გასამართ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ მისთვის სულ ერთია, ფეხბურთელები რას იზამენ. როგორც ის აღნიშნავს, თუ აქციაზე მონიტორს მიიტანენ და ნაკრების თამაშის ყურებას დააპირებენ, პროტესტის ნიშნად, აპირებს ზურგით დადგეს.
"ჩემთვის სულ ერთია აწი რას იზამენ, ასე რომ მეც ზურგით დავდგები. მეგონა საქართველოსთვის თამაშობდნენ, და თურმე მაგრად არ აინტერესებთ ქვეყანაც და გულშემატკივარიც, რომელიც მეოთხედფინალში გასულებს ისე დახვდა, უცხოს ეგონებოდა ევროპის ჩემპიონები გახდნენ. რაც ჩვენ მაგათ სიყვარული ვუხსენით. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა", - წერს ნინო დარასელი.
ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი ოფის პირველ მატჩს სომხეთის ნაკრებთან გამართავს.