ნიკუშა შენგელაია: ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო

ნიკუშა შენგელაია

ელდარი ეპოქალური რეჟისორი იყო და მისი შემოქმედება კიდევ ბევრი თაობისთვის იქნება საინტერესო, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ, რეჟისორ ელდარ შენგელაიაზე საუბრისას.

„ელდარმა თავისი სათქმელი თვითონ თქვა, თვითონ შექმნა თავისი თავი და მე მგონი, ეპოქალური რეჟისორი იყო და ის დარჩება თაობებს. მისი შემოქმედება იქნება კიდევ ბევრი თაობისთვის საინტერესო და მისი სახელი დიდხანს დარჩება საქართველოში და არა მარტო, მის ფარგლებს გარეთაც“,- აღნიშნა ნიკუშა შენგელაიამ.

ლეგენდარული კინორეჟისორი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.