საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
ნიკო არის ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი, ვისაც კი ვიცნობ, არავისთან ჰქონია კონფლიქტი, ძალიან ტრადიციულ ოჯახშია აღზრდილი. ნიკო არის ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, - ამის შესაებ ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე დაკავებული ნიკო ხურცილავას მეგობარმა, გიორგი ქათველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ხურცილავამ დაინახა, რომ ოქრიაშვილი არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთლიანად ქვეყნის ისტორიას შეეხო, მას ჰქონდა ის რეაგირება, რაც საზოგადოებამ იხილა, თუმცა, მისივე განცხადებით, ნიკო ხურცილავა მზად არის, ციხეშიც ჩაჯდეს.
,,როცა დაინახა, რომ თავის ქვეყანას შეეხო ადამიანი და თავისი ქვეყნის ისტორიას და ეს ადამიანი შეხვდა უბრალოდ ქუჩაში, გამოხატა ის რეაგირება, რაც გამოხატა და რაც მოხდა, მაგრამ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ნიკოს თავი არ აურიდებია, გამოცხადდა პოლიციაში რამდენიმე საათში და მზად არის, თუ საჭირო იქნება, თავის ქვეყნისთვის ციხეშიც ჩაჯდეს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა უძღოდა წინ ამ ფაქტს. ე.წ. იუმორისტი,რომელიც ამ კონკრეტულ სიტუაციაში, არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანს და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შეეხო, არამედ, უფრო დიდი დანაშაული ჩაიდინა. თუ გადავხედავთ მის ,,მოღავწეობას", თუ რას აკეთებს გადაცემებში, ის ეხება ჩვენს ქართულ იდენტობას, ეკლესიებს," - განაცხადა გიორგი ქართველიშვილმა.