ნიკოლოზ ლოლაძე „საბას” ისტორიაში ყველაზე პატარა მონაწილე გახდა - მისი "აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები" უკვე რეგიონებში მოგზაურობს

ნიკოლოზ ლოლაძე

ლიტერატურული კონკურსის „საბა 2024-ის"  მონაწილეთა სია უკვე ცნობილია. 14 წლის ავტორ-ილუსტრატორი ნიკოლოზ ლოლაძე, კონკურსის ისტორიაში, ყველაზე პატარა მონაწილეა. ის წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის არის წარდგენილი პრესტიჟულ პრემიაზე.

ნიკოლოზ ლოლაძე თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 14 წლისაა, უკვე რამდენიმე წიგნისა და საბავშვო მოთხრობის ილუსტრატორია, წერს სცენარებს, მონაწილეობს სერიალებში (,,შუა ქალაქი“ და ,,იდეალური დედა“), აქვს  მრავალი პრემია  და დიპლომი.

ნიკოლოზ ლოლაძის ,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“, რომელიც გამომცემლობა ,,ინტელექტმა“ 2023 წელს გამოსცა, ნამდვილი მისტიკური თავგადასავალია. ეს არის ამბავი შიშის დამარცხებაზე.

,,აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ ნიკოლოზის წიგნად ქცეული  ფიქრებია, სათქმელი უფროსებისთვის, რომლებიც მძიმე დროს ბავშვებთან საუბარს გაურბიან.

"საბას" ნომინანტამდე, ნიკა, სავაბავშვო ოსკარად მიჩნეული კონკურსის, ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე იყო წარდგენილი.

"პრაიმ ტაიმმა", ნიკას შესახებ, არაერთი მასალა მოამზადა. 

ნიკას "აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“ უკვე რეგიონებში მოგზაურობს და მას პატარა გულშემატკივრები სიამოვნებით კითხულობენ.