პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოკლული ნიკო კვარაცხელია დღეს 23 წლის გახდებოდა.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ნიკო კვარაცხელიაზე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მე პირადად ბევრი ადამიანისთვის მინდა მადლობის გადახდა, ვინც ნიკო სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდეგ დააფასა, იმედია ამის საშუალება მომეცემა, თუმცა დღეს განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ტყემალაძეს, ჩვენი მხარდაჭერისთვის და იმ იდეის ინიცირებისთვის რასაც ნიკოს სახელობის სკვერი ჰქვია! მალე თბილისში კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი “მომავლის ბიჭის” სახელობის გახდება.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ ინიცირებულია ვაჟა-ფშაველას #96 არსებული სკვერისთვის ნიკო კვარაცხელიას სახელის მინიჭების გადაწყვეტილება“, - წერს ნინო ზამბახიძე.