ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
მგონი ხვდება ყველა გონიერი! ძალიან ბევრი ნაგავი დაგროვდა საქართველოში და მათი უმეცრება და იდეოლოგიით გამოთაყვანება, მათი „ორიენტაცია" საშიში ხდება! ეს ის ხალხია, „ჟანგიანი ტანკების" იდეოლოგიას რომ ვერ გასცდნენ და ბნელი აზროვნება ჩამოუყალიბდათ, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ფლორიდასთან ახლოს, ნეიტრალურ ზონაში ჩაიფრინა ატომურმა ბომბდამშენმა „ტუ-160", რომლის მსგავსი არ არსებობს დღეს მსოფლიოში, მით უფრო, მოდერნიზირებულის. მისი ძრავის შესახებ ადრე ვწერდი!
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ მხარის მიერ შემჩნეული ადრე იყო თვითმფრინავი და წესით, ე.წ. „ჩამჭრელები" /"პერეხვატჩიკები" უნდა აეშვა ცაში, არცერთი უახლესი თვითმფრინავი F-35 ჰაერში არ აფრენილა, რადგან აზრი არ ჰქონდა: „ტუ-160" - უზარმაზარი მახინის სისწრაფე აღემატება F-35-ის სისწრაფეს და უაზრო იქნებოდა გამოდევნება! იმ ადგილიდან შეტევა შესაძლებელი იყო! ამას რატომ ვწერ იცით?!
მგონი ხვდება ყველა გონიერი! ძალიან ბევრი ნაგავი დაგროვდა საქართველოში და მათი უმეცრება და იდეოლოგიით გამოთაყვანება, მათი „ორიენტაცია" საშიში ხდება! ეს ის ხალხია, „ჟანგიანი ტანკების" იდეოლოგიას რომ ვერ გასცდნენ და ბნელი აზროვნება ჩამოუყალიბდათ! ამათ ვურჩევდი ენახათ 2-3 დღის წინანდელი სიუჟეტი: რუსული ტანკი ლულაზე მიმაგრებული ფლომასტერით როგორ ხატავს კონვერტს... ნახეთ ყველა დასავლური ქვეყნის რეაქცია! ვისაც ინჟინრული საქმისა რაიმე გაეგება, მიხვდება ეს რას ნიშნავს!
საფრთხეს მხოლოდ გონებაჩლუნგი და გონებრივად დამთხვეული ვერ გრძნობს! ყველა საღ ქართველს ძველით ახალ წელს გილოცავთ და მშვიდობიან განვითარებას,“ - წერს დემურ გიორხელიძე.