პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მრბოლელი დაჩი თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში ქუთაისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ახალგაზრდებს მოუწოდებს, სიჩქარე აკონტროლონ და ავტომობილებით სწრაფად არ იმოძრაონ.
„ეს ლამაზი გოგონა გუშინწინ გარდაიცვალა... ის მე-6 იყო იმ მანქანაში მჯდომი, რომელიც გეგუთთან ავარიას ემსხვერპლა. ვინ იცის, რატომ ჩაჯდა იმ მანქანაში... იქნებ, რომელიმე ბიჭი მოსწონდა და ფიქრობდა ოჯახის შექმნას მასთან... ალბათ, ბევრჯერ ჰქონდა წარმოდგენილი თეთრ კაბაში როგორ ადიოდა ტაძრის კიბეებზე... ან შეიძლება, უბრალოდ თავის დაქალს გაჰყვა მეგობრებთან კარგი დროის გასატარებლად... თუმცა, უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა... ამას ჩვენ ვეღარ გავიგებთ და ვეღარც ეს გოგონა გაიგებს, ისევე, როგორც მისი მეგობრები ვეღარ გაიგებენ ვერაფერს...
მაგრამ ვინც ცოცხლები ხართ, უნდა გაიგოთ! უნდა შეისმინოთ და უნდა მოგვისმინოთ იმათ, ვინც ვიცით თუ რა შედეგი მოაქვს სისწრაფეს. იარეთ ნელა! სისწრაფეს არავისთვის კარგი არ მოუტანია! გაუფრთხილდით საკუთარ და სხვების სიცოცხლეს! ნებისმიერი სხვა რამით მოაწონეთ თავი მეგობრებს, ოღონდ არა სიჩქარით და სწრაფი სიარულით! ეს სიკვდილის გზაა - დაიმახსოვრეთ ყველა ახალგაზრდამ!“, - წერს მრბოლელი.
ასევე ნახეთ: