პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქუთაისში გარდაცვლილ ახალგაზრდის, მირანდა ცეცხლაძის შესახებ ახლობლები მორიგ პოსტს აქვეყნებენ.
„ეს ულამაზესი ქალიშვილი მირანდა ცეცხლაძეა, ქუთაისის ავარიის მეექვსე დაღუპული მგზავრი. მირანდა დაიბადა და გაიზარდა ხულოს რაიონის სოფელ ჩაოში. მეექვსე კლასამდე ჩაოში სწავლობდა და იყო გამორჩეული
ბავშვი, როგორც სწავლაში ასევე ყველაფერში. ჩემი შვილების ბიძაშვილია და ჩვენი კარის მეზობელი. შემდეგ ლანჩხუთში გადავიდა საცხოვრებლად. ერთადერთი ძმა დატოვა, რომელზეც უდიდესი ამაგი აქვს.
მირანდამ ლანჩხუთში დიდი ნიჭი გამოავლინა ყველგან. ჰქონდა თავისი "მირას სამყარო". უყვარდა მეგობრები და მათ გარეშე ვერ ძლებდა.
თანამედროვე ცხოვრების რიტმში იყო ჩართული. ყველას მასთან სიახლოვე სურდა, მისი პოზიტივის გაზიარება.
იყო მოსიყვარულე, თავაზიანი და მორცხვი. სულ სიახლის ძიებაში იყო.
მუხანათი წუთისოფელი განა შეარგებს ვინმეს რამეს? ჩვენი მირო ნაადრევად მოგვტაცა ულმობელმა სიკვდილმა, გაგვიფრინდა და სამახსოვროდ გულიანი ღიმილი, ჩახუტება და ალერსი დაგვიტოვა.
დედ-მამის და ერთადერთი ძმის, ახლობლების ანგელოზი გოგო ზეცაში გაფრინდა. ტირის ჩაო, ლანჩხუთი, ტირის სრულიად სანათესაო უდროოდ გაფრენილ სიცოცხლეს.
ვუსამძიმრებთ ზურაბ, იმედა, მირზა, გულვარდი და ციცინო ცეცხლაძეებს, ამ დიდ ტკივილს, აგრეთვე ხათუნას და სურმანიძეების ოჯახს. აქვე ვუსამძირებ გეგუთის ტრაგედიაში დაღუპულ ყველა ახალგაზრდის ოჯახს ამ დიდ დანაკლისს. ნათელში იყოს ყველას უმანკო სული! ამ მძიმე დღეებში უფალმა გაგაძლიეროთ!“
„სიტყვები არ მყოფნის, რა ვთქვა... წახვედი და დატოვე შენი ერთადერთი ძმა, მირზა, რომელიც შენი გაზრდილია. ისე გიყვარდა, არაფერს აკლებდი. იმ დღეს კი უთხარი ექიმებს, მიშველეთ, გადამარჩინეთ... ძმა მყავს, ობლად არ დამრჩესო... მაგრამ მაინც მიატოვე და მეგობარს გაჰყევი იმქვეყნიურ სასუფეველში. ღმერთმა ნათელში გამყოფოს“.
ასევე ნახეთ:
„იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს...“ - დათუნა ჟღენტს თანაგუნდელები ემშვიდობებიან
წყნეთში, დენის დარტყმისგან ახალგაზრდა კალათბურთელი დაიღუპა - კალათბურთის ფედერაცია
VIDEO: ვრცელდება ქუთაისში, ტრაგიკულად დაღუპული გოგონების კადრები