„მოსალოდნელია დღეიდან, 15 ივნისამდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1746383868
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ ნაწამებმა, ყოფილმა პატიმარმა, ლაშა არქანიამ ისაუბრა და 2011 წელს მისი გატაცებისა და წამების ფაქტი გაიხსენა.
როგორც მან აღნიშნა, იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსმა, აწ გარდაცვლილმა ვახტანგ აბაშიძემ, რუსლან აბულაძემ და ხატაბერ სამუშიამ სავარძლებს შორის მოაქციეს, ხელები შეუკრეს მაისურით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ძალით ჩაუდეს პირში, დამემუქრნენ მკვლელობით და იღლიაში აყენებდნენ სიგარეტით დამწვრობას. მისივე თქმით, ინფორმაციას, რომელსაც მისგან ითხოვდნენ, ის არ ფლობდა, მაგრამ ამის თქმას ვერ ახერხებდა, მანამ სანამ პირი ცეცხლსასროლი იარაღისგან არ გაითავისუფლა.
„2011 წელს 14 ივნისს ჩემს სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, სახლიდან მოტყუებით გამიყვანეს და ჩემი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვერ ვიტყვი დაკავებას, იმიტომ, რომ ეს იყო გატაცება, გამიტაცეს, როგორც შემდგომ აღმოჩნდა და დღესდღეობით არის ცნობილი და ამავდროულად დამტკიცებული, იმჟამინდელი რეჟიმის სამართალდამცავმა პოლიციელებმა. ესენი იყვნენ იმჟამინდელი ჯვარის პოლიციის განყოფილების უფროსი, აწ გარდაცვლილი ვახტანგ აბაშიძე, რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია. ამ პირებმა ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობა და კანონის დარღვევა დაიწყეს გატაცების მომენტიდან, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ არ უთქვამთ, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები, არამედ თავს ასაღებდნენ კრიმინალებად და შესაბამისად იქცეოდნენ კიდევაც როგორც კრიმინალები, მეტიც, როგორც სადისტები. ცემა დამიწყეს მათ დაკავების მომენტიდან, მომაქციეს სავარძლებს შორის, ხელები შემიკრეს მაისურით. მათ ჰქონდათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ჩამჩარეს, ძალად ჩამიდეს პირში, დამემუქრნენ მკვლელობით და მიყენებდნენ აბსურდულ მოთხოვნებს, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა არც პოლიციის ქმედებას და შემიძლია ვთქვა, რომ არც ადამიანის ქმედებებს ზოგადად.
შემდგომ მათ მიმიყვანეს, მეზობელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებული ქარხნის შენობაში, სადაც ასევე გააგრძელეს ჩემი ცემა-წამება, რომელიც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ უკვე დამიწყეს სხეულზე, კონკრეტულად კი იღლიებში სიგარეტით დამწვრობა და მთხოვდნენ იმჟამად ძებნაში მყოფი ჩემთვის ნაცნობი, მაგრამ აბსოლუტურად წარმოუდგენელი მიზეზებით ძებნილი პირის შესახებ ინფორმაციის გამოძალვას. მე მის შესახებ არ მქონდა არანაირი ინფორმაცია და ვერ ვახერხებდი ამის თქმას მანამდე, სანამ არ მოვახერხე პირის ცეცხლსასროლი იარაღისგან გათავისუფლება“, - განაცხადა ლაშა არქანიამ.