1746303287
„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში პირველი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტლის საჩვენებელი სწავლება ჩაატარა

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში, ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე ნატო-ს სტანდარტებით აღჭურვილმა პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საჩვენებელი სწავლება ჩაატარა.
სწავლების სცენარის მიხედვით, განხორციელდა დაჭრილი სამხედროების ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში (ROLE2F) სპეციალური ტრანსპორტით – „დიდგორი მედევაკით“, პირველადი ქირურგიული დახმარების აღმოჩენა და შემდგომი ჰოსპიტალიზაცია.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო-სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რაც ტაქტიკურ პირობებში ქვედანაყოფებისთვის ეფექტიანი სამედიცინო მხარდაჭერის გაწევას უზრუნველყოფს.
პირველი ქვეითი ბრიგადის სამედიცინო ასეულის მიერ გაშლილი საველე ჰოსპიტალის (ROLE2F) მუშაობას ნატო-ელი სამედიცინო ექსპერტები დააკვირდნენ.