დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე მეუღლეს დაშორდა. ამის შესახებ ცნობილი მისი 2022 წელს შევსებული დეკლარაციით ხდება. განსხვავებით 2021 წლისა, დეპუტატს მეუღლე, როგორც ოჯახის წევრი, მითითებული არ ჰყავს.
ინფორმაციის დასაზუსტებლად „პრაიმტაიმი“ ნატო ჩხეიძეს დაუკავშირდა მისი თქმით, 1 წელზე მეტია, რაც ზაზა ოქუაშვილს ოფიციალურად დაშორდა.
„დიახ, გავქორწინდით კარგა ხანია... უკვე წელიწადზე მეტია, რაც ოფიციალურად დავშორდით. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.“ - გვითხრა ნატო ჩხეიძემ.
ნატო ჩხეიძე პროფესიით ექიმია, ზაზა ოქუაშვილი კი მისი სტუდენტი იყო.
„ერთმანეთი სამედიცინო ინსტიტუტში გავიცანით, ზაზა სამი წლით ჩემზე უმცროსია, ჩემი სტუდენტი იყო. მის მიმართ საკმაოდ მომთხოვნი ვიყავი, მაღალ ნიშნებს არ ვუწერდი, მაშინ ძალიან ობიექტური ვიყავი. მერე კი გავხდი სუბიექტური, როცა ზაზა ჩემი სტუდენტი აღარ იყო - ცხოვრებაში, ძირითადად ხუთების დაწერა მიწევდა“ - ამბობდა წლების წინ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.