ნახეთ, ყველაზე უცნაური საჩუქრები, რომლებიც ვალენტინობის დღეს მიუღიათ

საჩუქარი

ვალენტინობის დღეს წყვილებს ერთმანეთისთვის არაერთი უცნაური და უადგილო საჩუქარი უჩუქებიათ, მაგრამ ზოგიერთი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა. გადავხედოთ სიას:

1. ქალი, რომელმაც სარეცხის ფხვნილი მიიღო

ერთმა ქალმა სოციალურ ქსელში გააზიარა, რომ მისმა შეყვარებულმა ვალენტინობის დღეს მას საჩუქრად სარეცხის ფხვნილი აჩუქა „რომლის ყიდვასაც ისედაც აპირებდა”.

2. გოგონა, რომელმაც დაშორების წერილი მიიღო

TikTok-ზე ვირუსულად გავრცელდა ისტორია, სადაც ბიჭმა შეყვარებულს 14 თებერვალს საჩუქრის ნაცვლად დაშორების წერილი გადასცა.

3. ქალი, რომელმაც დნმ-ის ტესტი მიიღო ღალატის დასამტკიცებლად

ერთმა მამაკაცმა თავის შეყვარებულს ვალენტინობის საჩუქრად ბავშვის დნმ-ის ტესტი აჩუქა, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ ის მისი შვილი არ იყო.

4. ადამიანი, რომელმაც კბილის ჯაგრისი და პასტა მიიღო

ერთმა Reddit-ის მომხმარებელმა დაწერა, რომ შეყვარებულმა ვალენტინობის საჩუქრად კბილის ჯაგრისი და პასტა აჩუქა, იმ მიზეზით, რომ „მას ხანდახან უსიამოვნო სუნი ჰქონდა”.

5. გოგონა, რომელსაც სამზარეულოს ღრუბლები აჩუქეს

ერთმა ბიჭმა თავის შეყვარებულს სამზარეულოს ღრუბლები აჩუქა და დააწერა: “ახლა ჭურჭლის რეცხვა უფრო მარტივი იქნება”.