ნაძვის ხის მოსართავად საუკეთესო დღე დასახელდა

ნაძვის ხე

ნაძვის ხე ახალი წლის ყველაზე ნიშანდობლივი ატრიბუტია. როგორც წესი, ადრევე ვიწყებთ ხოლმე თადარიგს და ვარჩევთ ათასგვარ სათამაშოსა თუ მოსართავს ახალი წლის დედოფლის მოსაკაზმად. თუმცა იმაზე კი ნაკლებად ვფიქრობთ, სწორ ადგილზე ვდგამთ თუ არა ნაძვის ხეს, ან საერთოდ, აქვს თუ არა ამას რაიმე მნიშვნელობა. როგორც აღმოჩნდა, აქვს! ფენ-შუის მიხედვით ნაძვის ხის დადგმის ადგილს განსაკუთრებულ მნიშვნელობა აქვს: სწორ ადგილზე და სწორად დადგმული ნაძვის ხე არა მხოლოდ საშობაო მხიარულებას გაჩუქებთ, არამედ მიმავალ წელს თქვენი ცხოვრების სასურველ სფეროში წარმატების მომტანიც იქნება.

მთავარია, ზუსტად განვსაზღვროთ პრიორიტეტები, ავირჩიოთ რას ველით მომავალი წლიდან და ამის შესაბამისად დავდგათ და მოვრთოთ ნაძვის ხე.ნაძვის ხის დადგმისა და მორთვის ერთი რეგლამენტირებული თარიღი არ არსებობს, ეს ძირითადად განწყობასა და ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. თუმცა მოსახლეობის უმეტესობა საშობაო ხის მორთვას უშუალო დღესასწაულის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე იწყებს.

ოჯახებში უკვე იგრძნობა საახალწლო განწყობა. დამეთანხმებით ალბათ, რომ  ამ დროს  ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია კითხვა - როდისაა საუკეთესო დრო ნაძვის ხის დასადგამად?!
 
ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შეეცადნენ ბრიტანელი ექსპერტები და სულ ცოტა ხნის წინ მათ  ზუსტი თარიღი დაასახელეს. როგორც ისინი ამბობენ, საუკეთესო პერიოდი ნაძვის ხის მოსართავად დეკემბრის პირველი კვირა დღეა - წელს ეს თარიღი  3 დეკემბერია. 
 
ექსპერტების თქმით,  ეს რიცხვი ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისია და ახალ წელთან შეგებება სწორედ ამ დროიდან უნდა დავიწყოთ...

ასევე ნახეთ:

ეს გადაწყვეტილება ორშაბათიდან ამოქმედდება

რომელი დღეები იქნება დეკემბერში ყველაზე ხელსაყრელი - ასტროლოგები მთვარის კალენდრის მიხედვით მნიშვნელოვან თარიღებს ასახელებენ

VIDEO: როგორი ურთიერთობა აქვს ყოფილ მეუღლესთან თათია შარანგიას - ტელეწამყვანის გულწრფელი პასუხები