მოსალოდნელია ძლიერი ქარი, სეტყვა, წვიმა ელჭექით - ამინდი მკვეთრად იცვლება
1751978892
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.
ცენტრალური ბანკის ცნობით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7543-დან 2.7424- მდე, ანუ 0.4%-ით გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ – 3.0894-დან 3.0976-მდე, ანუ 0.3%-ით გაუფასურდა.
თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.7334 და 3.0969 შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.7492 იყო, მინიმალური კი – 2.7334.
„მაისში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მინიმალური მნიშვნელობა მაქსიმალურთან შედარებით მეტად იყო გადახრილი. მაისში საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია თურქული ლირის გაუფასურება როგორც თვის, ისე წლის ჭრილში; შესამჩნევად გამყარდა რუსული რუბლი, ასევე გამყარებით ხასიათდებოდა სომხური დრამი, ევრო და ლარი; აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 6.0%-ით გაუფასურდა, თვის ჭრილში კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსს, წლიურად 0.4%-ით, თვის ჭრილში კი 0.1%-ით გაუფასურდა. ეფექტური კურსის გაუფასურება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე დადებითად აისახება. სავაჭრო პარტნიორთაგან მაისში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსში, აზერბაიჯანსა და სომხეთში საქართველოსთან შედარებით მაღალი იყო, ხოლო აშშ-სა და ევროზონაში – დაბალი. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ნაწილში ინფლაციის კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა მთლიანობაში ფასების დონე ჯერ ისევ მაღალი ნარჩუნდება“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშში.