ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება - რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა
1783712768
მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს ზეიმობს. სადღესასწაულო ლოცვა ბათუმის ცენტრალურ მეჩეთშიც შესრულდა.
მორწმუნეები მზის ამოსვლამდე შეიკრიბნენ, მრევლის ნაწილმა ლოცვა ქუჩაში შეასრულა.
ყურბან-ბაირამი მსხვერპლშეწირვის დღესასწაულია. მორწმუნეები ალაჰს შინაურ ცხოველს სწირავენ. ხორცის დიდი ნაწილი უპოვრებს, ობლებს და მეზობლებს უნდა დაუნაწილდეს, განურჩევლად რელიგიური აღმსარებლობისა. მორწმუნეები ამ დღეს უხვად გასცემენ მოწყალებას, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და მოინახულებენ წინაპართა საფლავებს.