„...მუჭა-მუჭა იღებდნენ ხატებს“ - რას იხსენებს გიდი, რომელიც ტურისტებთან ერთად შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა

რაჭის ტრაგედია

გიდი, რომელიც ტურისტებთან ერთად შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა, ტრაგედიის დღეს იხსენებს და ჰყვება, რომ იმ დღეს ტურში მართლმადიდებელი ლიბანელები ჰყავდა. გარკვეული მიზეზის გამო დაგეგმილი პროგრამის შეცვლა მოუწიათ. ანუ იმ დროს როცა მეწყერი ჩამოწვა, ბუბასწყალთან უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ მეორე დღისთვის გადადეს.

როგორც გიდი ამბობს, მართლმადიდებელი ლიბანელები გადარჩენისთვის ღმერთს სწირავდნენ მადლობას და ამბობდნენ, რომ მათი გადარჩენა მხოლოდ ღვთის ნება იყო. ამის შემდეგ ავიდნენ ნიკორწმინდაში და ტაძარში ხატები და სანთლები შეიძინეს.

“მართლმადიდებელი ლიბანელები მყავდნენ სტუმრად... მეუბნება, ღმერთმა გადაგვარჩინაო... მოილოცეს ნიკორწმინდა, მუჭა-მუჭა იღებდნენ ხატებს, არ ჰქონდა მნიშვნელობა ზომას და ფასს. ყველაფერი იყიდეს. ოჯახებში დაბრუნებულებმა კი გამომიგზავნეს ფოტოები, როგორ ანთებენ სანთლებს ნიკორწმინდაში ნაყიდ ხატებთან და კიდევ ერთხელ მადლობას სწირავენ ღმერთს“, -ამბობს გიდი, რომელიც ტურისტებთან ერთად შოვში მომხდარ სტიქიას გადაურჩა. წყარო

ასევე ნახეთ:

ქორწილში ფოტოგრაფმა შემზარავი ფაქტი გადაიღო - წყვილის ფოტოსესიის დროს აფეთქება მოხდა (უცხოეთი)

13 წლის ბიჭი გრანდ კანიონში, 30 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა და გადარჩ

PHOTO: „მოვკვდები უწყლოდ... სახლი გამოსახვეტია“ - მდუმარე ნიკოლიზის მრევლს კართან გაკრული განცხადება დახვდა

„მოსალოდნელია ცვლილებები კარიერასა და პროფესიულ საქმიანობაში“ - როგორ კვირას პროგნოზირებენ ასტროლოგები

„4 წლის გიორგი ხორბალაძის დედის ცხედარი იპოვეს, პატარა ბიჭის ისევ ეძებენ…” - რას წერს ოჯახის წევრი