1737312489
„4 წლის გიორგი ხორბალაძის დედის ცხედარი იპოვეს, პატარა ბიჭის ისევ ეძებენ…” - რას წერს ოჯახის წევრი
3 აგვისტოს, შოვის სტიქიის დროს დაკარგულ 4 წლის გიორგი ხორბალაძეს ამ დრომდე ეძებენ.
პატარა გიორგისთან ერთად მყოფ მის დედა, მანანა ჯაჭვაძე და ბებია – მარინე ხორბალაძე მაშველებმა გარდაცვლილები იპოვეს.
„შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ჩვენი ოჯახის წევრს, მანანა ჯაჭვაძეს 10-დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ…( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ)
მანანა დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე..
ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს…“ – წერს გიორგი ხორბალაძე სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
მამამ უფროსი შვილის ქორწილისთვის, უმცროსი 12 დოლარად გაყიდა - სულისშემძვრელი ამბავი
თბილისში ჰაერის ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება