მწვანე კარკასი, როგორც ახალი სტანდარტი

მწვანე კარკასი, როგორც ახალი სტანდარტი

მწვანე კარკასი თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის მიმართ ინოვაციური მიდგომაა. რა არის მწვანე კარკასი? - ეს კონცეფცია გვთავაზობს უნიკალურ შუალედურ ეტაპს სტანდარტულ თეთრ კარკასსა და სრულად დასრულებულ ბინას შორის. მწვანე კარკასი მოიცავს რიგ დასრულებულ სამშენებლო ელემენტებს, რომლებიც სცდება ჩვეულებრივი თეთრი კარკასის ფარგლებს, მაგრამ ამავდროულად შესაძლებლობას ტოვებს  მფლობელმა საკუთარი გემოვნებით განსაზღვროს დიზაინი და მოაპირკეთოს ბინა. მწვან კარკასი წარმოადგენს ახალ სტანდარტს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე, რომელიც ცვლის ტრადიციულ მიდგომებს ბინების მშენებლობისა და გაყიდვის მიმართ.

მწვანე კარკასი - რას გთავაზობთ ,,მეტროპოლი”

 ,,მეტროპოლის” მშენებარე ბინები ქავთარაძეზე და ორთაჭალაში მწვანე კარკასის კონდიციით ბარდება. პროექტები რამდენიმე მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, რაც მაღალი ხარისხის სივრცეს ქმნის.

შავი ფერის ალუმინის კარ-ფანჯარა ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია. ის არა მხოლოდ ესთეტიკურადაა მიმზიდველი, არამედ მაღალ ენერგოეფექტურობასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. როგორც წესი, ალუმინის პროფილი გამძლეობით გამოირჩევა. 
ბინის შესასვლელში დამონტაჟებულია რკინის კარი სმარტ დომოფონით. ეს ელემენტი მნიშვნელოვნად ზრდის უსაფრთხოების დონეს და უზრუნველყოფს მოსახერხებელ კომუნიკაციას სტუმრებთან და

საცხოვრებელ სივრცეში თანამედროვე სისტემების ინტეგრაციის ნათელი მაგალითია.

მწვანე კარკასის ერთ-ერთი შემადგენელი მოჭიმულ იატაკია. ეს ქმნის იდეალურ საფუძველს ნებისმიერი სახის საფარისთვის, იქნება ეს პარკეტი, ლამინატი თუ კერამიკული ფილები. მოჭიმული იატაკი სწორი და გლუვი ზედაპირით გამოირჩევა, რაც საბოლოო მოპირკეთებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

,,მეტროპოლი” მწვანე კარკასის კონდიციას სრულად გაყვანილი კომუნიკაციებით ჩაგაბარებთ. ბინაში წყლის, გაზის, ელექტრობისა და გათბობის სისტემების მთავარი წერტილები უკვე დამონტაჟებულია.

კედლები შელესილია თანამედროვე თაბაშირისსალესი მასალით. ეს ქმნის იდეალურ ზედაპირს შეღებვის ან შპალერის გაკვრისთვის, რაც მფლობელს აძლევს სრულ თავისუფლებას საბოლოო მოპირკეთების არჩევანში. შელესილი კედლები ასევე უზრუნველყოფს უკეთეს თბო და ხმის იზოლაციას.

აივნები მოპირკეთებულია ყინვაგამძლე კერამოგრანიტით. ეს მასალა სხვადასხვა კლიმატური პირობების მიმართ  მედეგობით გამოირჩევა. კერამოგრანიტის გამოყენება უზრუნველყოფს აივნის იატაკის ხანგრძლივ სიმტკიცეს და ესთეტიკურ მიმზიდველობას.

ბინაში გამოყოფილია გათბობის ქვაბის კარადა. საგანგებოდ  მოწყობილი სივრცე აადვილებს გათბობის სისტემის მონტაჟს, რაც ეფექტურ და უსაფრთხო ექსპლუატაციას განაპირობებს.

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ბინაში დამონტაჟებულია გაზისა და სახანძრო დეტექტორები. ეს მოწყობილობები შეესაბამება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებს და მაცხოვრებლების მაქსიმალურად იცავს.

უპირატესობები, რომლებიც ცვლის თქვენს გამოცდილებას

მეტროპოლის მწვანე კარკასი მრავალ უპირატესობას სთავაზობს მომხმარებელს. ეს უპირატესობები მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ისე ფინანსურ სარგებელს.

მწვანე კარკასი მნიშვნელოვნად ამცირებს რემონტისთვის საჭირო დროს, რადგან ძირითადი სამუშაოები უკვე შესრულებულია. ეს საშუალებას აძლევს მფლობელს, სწრაფად დაიწყოს ცხოვრება ახალ სახლში, რაც ნებისმიერი პოტენციური მობინადრისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

ფინანსური მოქნილობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სარგებელია. მწვანე კარკასის შეძენის შემთხვევაში მყიდველს აქვს შესაძლებლობა, გადაანაწილოს ხარჯები დროში. შესაძლებელია ეტაპობრივად წარიმართოს მოპირკეთებისა და რემონტის სამუშაოები, რაც ერთიან ფინანსურ დატვირთვას ამცირებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავიანთი ბიუჯეტის ოპტიმალური მართვა სურთ.

ხარისხის კონტროლი მწვანე კარკასის კიდევ ერთი უპირატესობაა. მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს საბოლოო მოპირკეთების ხარისხი და სტილი. ეს უზრუნველყოფს საცხოვრებელი სივრცის მაქსიმალურ შესაბამისობას პირად მოთხოვნებთან და გემოვნებასთან. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი მასალები და დიზაინი, რაც უნიკალური და პერსონალიზებული სივრცის შექმნას განაპირობებს.

როგორ შეიძინოთ ბინა ,,მეტროპოლში” - პროცესი და პირობები

დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლი”  მწვანე  კარკასის შეძენის შემთხვევაში, მოქნილ გადახდის პირობებს გთავაზობთ, რაც ოცნების სახლის შეძენას მარტივ რეალობად აქცევს.

თქვენ შეგიძლიათ მშენებარე ბინები შიდა 0%-აინი განვადებით შეიძინოთ. ეს საშუალებას გაძლევთ, გადაიხადოს ბინის ღირებულება ეტაპობრივად, დამატებითი პროცენტების გარეშე. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მიმზიდველია მათთვის, ვისაც ფინანსური პასუხისმგებლობების გადანაწილება სურს.

აქვე, აღსანიშნავია, რომ ,,მეტროპოლ ორთაჭალაში” გაყიდვები უკვე დაიწყო ეს კი დამატებითი სტიმულია მათთვის, ვინც უძრავი ქონების შეძენას დიდი ხანია ფიქრობს და ხელსაყრელ შეთავაზებებს ეძებს.

დეველოპერული კომპანია ,,მეტროპოლის” კომპლექსები ინოვაციური გადაწყვეტაა მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე, კომფორტული და პერსონალიზებული საცხოვრებელი სივრცე სურს. ეს პროდუქტი აერთიანებს მაღალ ხარისხსა და მრავალფუნქციურობას, რაც მას იდეალურ არჩევანად აქცევს თანამედროვე ადამიანისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესდით ,,მეტროპოლის” ბინებით თბილისში ან ბათუმში, შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის გაყიდვების ოფისს დედაქალაქში მისამართზე - ალ. ყაზბეგის 15 ან ბათუმში -  ბათუმი, შარტავას 7. ადგილზე დახმარებას გამოცდილი გაყიდვების კონსულტანტები გაგიწევენ, რომლებიც პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან და იდეალური საცხოვრებელი სივრცის შერჩევაში დაგეხმარებიან.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან კითხვების შემთხვევაში,  დაუკავშირდით ,,მეტროპოლს”  მითითებულ ნომერზე: 032 288 89 99.