მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზაზე, მთის ფერდის ჩამოშლისა და ქვის ცვენის გამო, მოძრაობა შეიზღუდა

ქვის ცვენა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე დროებით იზღუდება მოძრაობა.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მთის ფერდის ჩამოშლისა და ქვის ცვენის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.