“მტკიოდა…” - რას ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

კვატა

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს:

"პირველ რიგში, გილოცავთ მოგებას, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას - ნეაპოლში რომ ჩავალ, ალბათ გადავიღებ - მტკიოდა, გადამიბრუნდა კოჭი და ვცდილობდი მაქსიმუმი გამეკეთებინა, მაგრამ ალბათ ვერ შევძელი რაც მინდოდა. ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი, მაგრამ მთავარია ნაკრებმა გაიმარჯვა და ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, რაც შევძელი, იმით დავეხმარე" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. 14 ოქტომბერს ჩვენი ეროვნული გუნდი უკრაინას პოლონეთში შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ალბანეთს უმასპინძლებს.