ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ანრი ჯოხაძე გადაცემაში „ნოესთან“ იყო სტუმრად, სადაც ანრიმ აქამდე უცნობი ისტორიის შესახებ ისაუბრა.
„ეს არის ურთულესი ამბავი ჩვენს ოჯახში, დედმამიშვილებში მაგდა არის უფროსი, მაგრამ მანამდე ჩემს მშობლებს შეეძინათ ვაჟი, რომელზეც სამშობიაროში უთხრეს, რომ გარდაიცვალა. დღეს ძალიან ბევრი რამ გაიშიფრა იმ წლებში ბავშვების მოტაცება გაშვილების შესახებ. ამას წინათ თამუნა მუსერიძესთან ვსაუბრობდი და მან დამაკვალიანა საიდან უნდა დამეწყო სიმართლის დადგენა.
დღეს საკმაოდ მყარი ეჭვი მაქვს, რომ ჩემი ძმა, რომელიც ჩემი მშობლების პირველი შვილია, ცოცხალია და სადღაც გაშვილებულია. ახლა უნდა იყოს 47 წლის.
მთელი ცხოვრება მაქვს ამისი განცდა, ყველაზე რთულია რუსიკოსთვის ამ ყველაფრის გააზრება, დამოუკიდებლად ვეძებ, მაგრამ რუსიკომ იცის. ექიმი, რომელმაც ამშობიარა დედა, ერთ-ერთ ეჭვმიტანილად არის მიჩნეული ამ საქმეში“ - ამბობს ანრი.