საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784842356
ელექტოენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე აღდგენილია. ღამით, დენი მთელ საქართველოში ავარიულად გაითიშა დაახლოებით 00:10 წუთზე და აღდგენის პროცესი მალევე, ეტაპობრივად დაიწყო.
"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ავარიის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს ადგენენ და მედიასაშუალებებს დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.