პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კირილ შანავა, დანიელ გერლიანი, უკრაინელი ქართველები, რომლებიც ბრძოლაში დაიღუპნენ ლუგანსკთან.
ლუგანსკისთვის ბრძოლაში წინა ხაზზე იბრძოდა კირილ შანავა, რომელიც წლებია, ოჯახთან ერთად, უკრაინაში ცხოვრობდა.
მისი ოჯახი დევნილობის შემდგომ უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად.
ხოლო, მეორე დაღუპული ქართველი კი 24 წლის დანიელ გერლიანია.
მისი მამაც აფხაზეთიდანაა, დედა - უკრაინელი. ოჯახი კიევში ცხოვრობდა.
ნათესავების ინფორმაციით, დანიელ გერლიანს 9 ივნისს, კიევის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ის ერთ-ერთი შეტაკების დროს დაიღუპა.
„სამშობლოსთვის ბრძოლაში, მშობლიური მიწის დაცვისას დაიღუპა იმისთვის, რომ ჩვენ გვეცოცხლა… ყველას გმადლობთ თანაგრძნობისა და გამხნევებისთვის”, – ამბობს ალა გერლიანი, დანიელ გერლიანის დედა.
ავტორი: თეა შონია