„მშობლებო, მადლობა! თუ ვერ გიპასუხეთ, გვაპატიეთ..." - რუსთავის სკოლის დირექტორი სტიქიის ზონიდან მიმართვას ავრცელებს

reca

რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში ქალაქ რუსთავის კერძო სკოლა "რეცას" მოსწავლეთა ბანაკი იმყოფება. სკოლის დირექტორი ვახტანგ აბაიშვილი, სოციალური ქსელის მეშვეობით, მოსწავლეთა მშობლებს უახლეს ამბებს აწვდის.

"23 რეცელი უკვე ონშია" - წერს დირექტორი.

"მშობლებო, მადლობა აღარ მინდა დახმარება!"

მანამდე დირექტორი დახმარებას მშობლებს სთხოვდა. 

"მშობლებო, რეცელებს ჩამომიყვანენ ონში. თუ შემეშველებით, მადლობა! თუ ვერა ჩვენით დავბრუნდებით "რეცაში"! მადლობა. 

"დანარჩენ რეცელებს ჩამოვიყვანთ ჯერ გლოლაში და მერე ვნახოთ! მიყვარხართ!"

ის, რომ უსაფრთხოდ არიან, სკოლის დირექტორი ჯერ კიდევ გუშინ იტყობინებოდა.

აი, რას წერდა ის ფეისბუქზე:

"მშობლებო, ვერ გავბედავდი მოტყუებას, ცუდად რომ ვიყო, საერთოდ დავდუმდებოდი! კარგად ვართ!"

"ტელეფონებს ვერ ვტენით. ყველანი ჯანმრთელად და კარგად ვართ!"

"შუქები არაა. არც იფიქროთ ამოსვლა ჩვენამდე! თუ ვერ გიპასუხეთ, გვაპატიეთ!" 

"არანაირი საფრთხე არ გვემუქრება უსაფრთხოდ ვართ. ვერტმფრენით უნდა გამოგვიყვანონ. ბევრნი ვართ, 60-მდე" - გუშინ ვახტანგ აბაიშვილმა "ინფო რუსთავთან" გააკეთა კომენტარი.

ამავე თემაზე:

სტიქიის ზონაში სამ გოგოს ეძებენ - თუ გაქვთ ინფორმაცია მათ შესახებ დატოვეთ შეტყობინება

კიდევ 4 კაცი იპოვეს, დაკარგული ვინც იყო“ - მოქალაქე ფოტოს აქვეყნებს

უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე

„შვილსა და სამ შვილიშვილს ვეძებ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები არ ვიცი" - მოქალაქე

VIDEO: ბავშვების ევაკუაციის ემოციური კადრები შოვიდან - უკვე 4 საევაკუაციო რეისი შესრულდა