5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს რჩევა წაიკითხეთ
1739195940
აღდგომის მარხვას დიდმარხვა ჰქვია. ეს არის მნიშვნელოვანი მარხვა, რადგანაც ის არის მზადება უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისთვის - აღდგომისთვის. მარხვა მხოლოდ საკვების შეზღუდვა არ არის, ეს არის სიკეთის კეთება, სინანული, მიტევება, ლოცვის გაძლიერება, მოყვასისთვის დახმარების ხელის გაწვდენა... როგორც მამა გაბრიელი ამბობდა, მარხვა არის სინანული ცოდვების გამო, როცა საკვების მიღება არც გახსოვსო.
ამ პერიოდში მორწმუნე განსხვავდება არა მარხული ადამიანისგან. ის სათნოა და მიმტევებელი. ზოგადად, ასეთები უნდა ვიყოთ ყოველთვის, მაშინაც როცა არ არის მარხვა.
წელს აღდგომა 20 აპრილსაა.
დიდმარხვა იწყება 3 მარტს და 7 კვირა გრძელდება.
უკვე მსგეფსია. მსგეფსი 10 თებერვალს დაიწყო და 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში ოთხშაბათი-პარასკევი არ არის მარხვა.
17 თებერვლიდან 23 თებერვლის ჩათვლით არის ხორციელის კვირა. 24 თებერვლიდან არის ყველიერის კვირა - ამ კვირაში მორწმუნეს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი რძის ნაწარმი, თევზეული და კვერცხი. ყველიერის კვირაში ხორცი აღარ მიიღება.
25, 26, 27 და 28 თებერვალს იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა. (ამ ლოცვის შესახებ აქ წაიკითხავთ)
3 მარტს იწყება სააღდგომო მარხვა და მთელი მარხვის პერიოდში იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა.
მიცვალებულთა ხსენების დღეებია: 22 თებერვალი, 15 მარტი, 22 მარტი, 29 მარტი.
7 აპრილი - ხარების დღესასწაული (ხსნილია თევზით). 12 აპრილი ლაზარეს აღდგინება (ხსნილია თევზით). 13 აპრილი ბზობა (ხსნილია თევზით).
20 აპრილს ვზეიმობთ აღდგომას!