ზოდიაქოს 4 ნიშნის ცხოვრებაში კვირის ბოლოს ჯადოსნური მოვლენა მოხდება
1734019638
მსახიობ ნიკა ქაცარაძესთან დაკავშირებით რუსთაველის თეატრი ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„წავიდა ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა კაცი, თავის ოჯახზე, შვილებზე, თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, კათილშობილი პიროვნება, მსახიობი ნიკოლოზ (ნიკა) ქაცარიძე.
ნიკა 2005 წლიდან რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი იყო. კეთილი და უშუალო, ალალი და უბოროტო, ენერგიული, ხალისიანი და დაუზარელი - ასეთი იყო იგი და ასეთად დარჩება ჩვენს გულებში.
ნიკა ქაცარიძის პირველი სპექტაკლი რუთაველის თეატრის სცენაზე იყო „ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი“ (რობერტ სტურუას დადგმა). აქ ნიკამ დაცვის ბიჭი განასახიერა და მაშინვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება. მას შემდეგ არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა. მაყურებელს არასდროს დაავიწყდება მისი შეიხი სპექტაკლში „დაკანონებული უკანონობა“ (რეჟისორი - რობერტ სტურუა).
უდიდესი გულისტკივილით ვემშვიდობებით ნიკას და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.