„მოწევას იწყებენ 12-13 წლის ასაკში…“ – პულმონოლოგის მიმართვა საზოგადოებას

პულმოლოგი

„მოწევას იწყებენ 12-13 წლის ასაკში, ისინი შეუქცევად ზიანს აყენებენ თავის ტრაქეალურ ბრონქიალურ ხეს“, – ამის შესახებ პულმონოლოგი, კახა ვაჭარაძე პოდკასტში, „KiDoc • თამარ ობგაიძესთან ერთად“ საუბრობს.
პულმონოლოგმა თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანზე გაამახვილა ყურადღება და იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც თამბაქოს მოხმარებას შესაძლოა მოჰყვეს მომხმარებლისთვის და მისი გარშემო მყოფებისთვის:

„მოწევას იწყებენ 12-13 წლის ასაკში, ისინი შეუქცევად ზიანს აყენებენ თავის ტრაქეალურ ბრონქიალურ ხეს. რაც შეეხება თამბაქოს ბოლს, ეს არის მეორადი ბოლი და რა საკვირველია ეს არის ის გართულება, როდესაც ჩვენ პატარებს ნებით თუ უნებლიედ ვაყენებთ, როდესაც მათ ვიხუტებთ გულზე, აქვთ შეხება ჩვენს ტანსაცმელთან, თმებთან. დაახლოებით 25 % მოწეული ამ ნივთიერების ელიმინირდება, 25 % რჩება მწეველის ორგანიზმში და დაახლოებით 50 %-მდე ის ჰაერში გამოყოფს იმ მავნე ფაქტორებს, რომლითაც აყენებს ზიანს თავის
ოჯახის წევრებს, მეუღლეს, ბავშვებს, ნათესავებს და მის გარშემო მყოფ ადამიანებს“, – ამბობს პულმონოლოგი.

✕