მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლოა, წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს

ამინდი - გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 - 11 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, (10-11 იანვარს შესაძლებელია თოვლი აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც აღინიშნოს), ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
 
ასევე ნახეთ:

ამბავი, რომელმაც ახალი წლის ღამეს საბერძნეთი შეძრა - დაკარგული, ორსული ქალი მოკლული იპოვეს

"27 წლის გოგოს მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა..." - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები