ნახეთ მისამართები, სადაც წყალი შეწყდება - GWP აბონენტებს აფრთხილებს
1728409657
საბერძნეთში, ახალი წლის ღამეს გაუჩინარებული 41 წლის ორსული ქალი მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გამოძიების ინფორმაციით, ორი კაცი ქალს ძარცვის მიზნით დაესხა თავს და მოკლა, თუმცა, ორივე მათგანს მომხდარის განსხვავებული ვერსია აქვს.
39 წლის კაცი, რომელიც გეორგიას პარტნიორი იყო, უარყოფს მკვლელობაში მონაწილეობას და აცხადებს, რომ მხოლოდ ქალის სახლში წაყვანა და გარკვეული თანხის აღება სურდათ, ხოლო მისი მეგობარი ამბობს, რომ გეორგიას გაძარცვა უნდოდათ და შემოაკვდათ იმ დროს, როცა წინააღმდეგობა გაუწია.
ფეხმძიმე ქალს ხელები ხელბორკილები დაუბეს, სანამ მოკლავდნენ, პირი ლენტით შეუკრეს. გეორგიას ბრალდებულებმა ჭრილობები ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი, ცხედარი ჩემოდნით გადაიტანეს ხალკიდიკის კონკრეტულ ტერიტორიაზე, სადაც გადააგდეს.
ბრალდებულები დანაშაულის ადგილას დაბრუნების შემდეგ მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდნენ. 41 წლის ქალის პარტნიორი პირველივე მომენტიდან ცდილობდა ყოველგვარი ეჭვის გაფანტვას. აცხადებდა, რომ ხელისუფლებასთან და გამოძიებასთან თანამშრომლობდა.
ცნობისთვის, მოკლულს 13 წლის ქალიშვილი დარჩა და ორსულობის მესამე თვეში იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ასევე ნახეთ:
"27 წლის გოგოს მრავლობითი ჭრილობა ჰქონდა..." - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები