პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1752496100
17 ივლისამდე საქართველოში უამინდობა გასტანს, ხოლო 18 ივლისიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს. - ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„ხვალ დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება +36 +37 გრადუსი.
19 ივლისს, დასავლეთ საქართველოში, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 20, 21, 22 ივლისს შესაძლოა, კვლავ მცირე ხანმოკლე წვიმა იყოს.
სანაპირო ზოლს რაც შეეხება, 15-დან 17-მდე მოსალოდნელია წვიმა“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ სინოპტიკოსი.