მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის შესახებ, სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელი რისკების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, ზოგან 38-40 გრადუსამდე.

„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.