საფრანგეთში 18 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1728417239
უამინდობის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია. რიგ მონაკვეთებზე მოქმედებს საგანგებო რეჟიმი. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ვაზიანი-გომბორი-თელავის გზის ცალკეულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის პირველ 52 კილომეტრიან მონაკვეთზე.
ამ დროისთვის ყველაზე რთული ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის მონაკვეთია. ეს არის შიდასახელმწიფოებრივი 26 კილომეტრიანი გზა, რომელიც აკავშირებს ორ რეგიონს, მცხეთა-მთიანეთს და ქვემო ქართლს ერთმანეთთან. აქ სპეციალური ტექნიკა ამ დრომდე ვერ ახერხებს მუშაობას, რადგან ყინვასთან და თოვლთან ერთად არის დაბალი ხილვადობა.
საქართველო უამინდობას უკვე მე-4 დღეა ებრძვის, სინოპტიკოსების პროგნოზით დაბალი ტემპერატურა მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება, მოსალოდნელია თოვლიც.