მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს

მომსახურების სააგენტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს.

სააგენტოს განმარტებით, გზებზე მკვეთრი დამუხრუჭება შესაძლოა ავტომობილის მოცურებასა და მართვის დაკარგვას გამოიწვიოს, ამიტომ მძღოლებმა სიჩქარე უნდა შეამცირონ და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

მნიშვნელოვანი რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვას ეხება. სააგენტოს ინფორმაციით, წინ მოძრავ ავტომობილთან სათანადო დისტანციის შენარჩუნება მძღოლს მოულოდნელი დამუხრუჭების შემთხვევაში საფრთხის თავიდან აცილებაში ეხმარება.

შსს მოუწოდებს ყველა მძღოლს, დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, შეარჩიონ გზისა და ამინდის პირობების შესაბამისი სიჩქარე და მაქსიმალური ყურადღებით მართონ ავტომობილი.