„მოკლე ვიდეოების ყურებით ტვინი ეჩვევა მარტივი დოფამინის მიღებას, ამიტომ ახალგაზრდა წიგნს ვერ კითხულობს" - ზურა მხეიძე

ზურა მხეიძე

პოდკასტში „მამების დრო“ ფსიქოლოგი ზურა მხეიძე საუბრობს, რატომ აღარ კითხულობენ ახალგაზრდები წიგნებს და რატომ ახვევენ ფილმებს, რატომ გახდა კითხვებზე პასუხების ადვილად მოძიება მნიშვნელოვანი ტრენდი.

ზურა მხეიძე:

„კითხვა არის დაძაბულობა, პასუხი არის შვება. შეიძლება ღამე არ დაგეძინოს სულელური კითხვის გამო, მაგალითად, რა ჩავიცვა ხვალ, სანამ პასუხი არ მოიძებნება. სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეოებს რომ ვნახულობთ, ვნახე კატა, გამიჩნდა კითხვა, რას იზამს. ჩამოხტა და გაქრა. პასუხი იქვეა. დაძაბულობა და შვება – ტვინი ეჩვევა მარტივი დოფამინის მიღებას, ეს დოზა სჭირდება, ამიტომ ახალგაზრდა წიგნს ვერ კითხულობს, წაიკითხავს პირველ გვერდს და ბოლოს, რომ ნახოს, გმირი მოკვდება თუ არა. ანუ პროცესი, იქ, სადაც ემოციური გამოცდილება უნდა მიიღო, როცა რომელიღაც პერსონაჟს მიჰყვები, გაქრა. რატომ არის წიგნი კარგი? გაცილებით ადრეულ ასაკში გადიხარ გამოცდილებას სხვისი ცხოვრების ხარჯზე. მეტსაც გეტყვით, აბა, დააკვირდით… ფილმსაც
გადახვევით უყურებენ, ფილმი გახადეს ინფორმაციულ ღირებულებად…“