პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია საქალაქო სასამართლოში კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ახალ წელს სოფო ნიჟარაძის დედის გაკეთებული საცივი ჭამა, „ოლივიეც“.
„რაც მოვისმინე და რასაც ყური მოვკარი, ისევ კვებაზეა ლაპარაკი, რომ ისე არ მოგვაქვს, ისე არ ვაკეთებთ, რომ საცივს მიირთმევს. იყო ნამდვილად ასეთი შემთხვევა, ახალ წელი იყო და მისთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა გამოუგზავნა საცივი, მაგრამ ძალიან ცოტა შეჭამა და დანარჩენი იქ მყოფ ადამიანებს დაუნაწილა.
მეორე, მესამე დღეს სულ გული ერეოდა. უნდა გითხრათ, რომ საერთოდ ადამიანს ჭამა უყვარდა, მაგრამ ახლა, რომ ვერ ჭამს, ამას მიზეზი აქვს. წარმოიდგინეთ თქვენი თავი როცა მოწამლული ხართ, როგორ უნდა შეჭამო? მუდმივად უკვე რამდენიმე თვეა მოწამლულია და ამიტომ, ვერ ჭამს, ეს არის მიზეზი, სხვა კი არაფერი.
რას ნიშნავს თავის თავის დაზიანება? როგორ უნდა დაიზიანოს თავისი თავი? ერთადერთი შემთხვევა იყო ნივრიანი, რაც მოინდომა უცებ და პურზე ძალიან თხლად გადავუსვი კარაქთან ერთად ცოტა ნიორი. ამის შემდეგ ამას დააბრალეს გულის წასვლა, გულის წასვლა ამას ხშირად ემართება და ნიორი რა შუაშია?,“ - უთხრა ჟურნალისტებს გიული ალასანიამ.