1792094214
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ შევსება სურს
აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2027 წლის „მწვანე ბარათის“ ლატარიის (Diversity Visa Lottery) რეგისტრაციის გახსნა დაავალა. გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს მიიღეს.
ფედერალური მოსამართლის, ჯინსუკ ოჰტას წინასწარი განჩინება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 55 000-მდე ადამიანს აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების მისაღებად განაცხადის შეტანის შესაძლებლობას მისცემს.
ტრამპის ადმინისტრაციამ, რომელიც აღნიშნულ პროგრამას ეწინააღმდეგება, რეგისტრაცია დადგენილ ვადებში არ გახსნა, რის გამოც საქმე სასამართლომდე მივიდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რეგისტრაცია 30 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. სახელმწიფო დეპარტამენტს ევალება განაცხადების მიღება, გამარჯვებულების გამოვლენა და მათი სავიზო განაცხადების განხილვა.
სასამართლოს თავდაპირველი განჩინებით, რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღები 15 ოქტომბრამდე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა მოგვიანებით ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობა წარადგინეს.
რეგისტრაციის ზუსტი თარიღები ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.









