ცვლილება ძალაში 1-ელი ოქტომბრიდან შევა! - სიახლე მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1758138613
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „მწვანე ბარათის“ გათამაშებაზე ერთი დოლარის ოდენობის მოსაკრებლის დაწესების ინიციატივით გამოდის.
შესაბამისი შესწორებების შეტანას უწყება სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს საკონსულო მომსახურების მოსაკრებელთა სიაში ითხოვს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივა აშშ-ის ფედერალური რეესტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ეს ზომა გათამაშებაში რეგისტრაციის ტვირთს სამართლიანად გადაანაწილებს ყველა მონაწილეს შორის და არამხოლოდ გამარჯვებულებს შორის პროგრამის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
მწვანე ბარათის გათამაშების ყოველწლიური პროგრამა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს, 1990 წლიდან მოქმედებს.